[su_quote]ამაზე ძალიან ვრცლად ისაუბრეს ჩემმა კოლეგებმა გუშინ. ყველა ის უწყება, რომელსაც საზღვრის დაცვა, საბაჟო წესების კონტროლი ან სხვა პროცედურა ეხება, არის მობილიზებული და სრულ კოორდინაციაში. შესაბამისად, არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა გასაგებია, რომ ჩვენს ოპოზიციურ ძალებს ამ არც თუ ისე მარტივი, რბილად ვიტყვი, მდგომარეობისგან აქვთ მცდელობა, რომ შექმნან სკანდალი.[/su_quote]
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნულის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.