„ხელისუფლებაში რომ ვიყო, ლარსის საზღვარის ჩავკეტავდი და იქიდან არც ერთი დეზერტირი არ შემოვიდოდა, მათი ნდობა არ შეიძლება. ეს არის ხალხი, ვინც ტაშს უკრავდა პუტინს, როცა საქართველოს ბომბავდა. ჩეჩნეთი და ყირიმი წაიღო, შემდეგ დონბასი“ – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისშვილმა
მის თქმით შესაძლებელია სავიზო რეჟიმის შემოღება ან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების შემოშვება.
„ახლა, როცა გამოიძახეს და მოსთხოვეს რუსეთისთვის იომეთო, ახლა გაახსენდათ, რომ ლიბერალები არიან და თავისუფლება უყვართ. მათი არ მჯერა. ხელისუფლებაში რომ ვიყო, ლარსის საზღვარი იქნება ჩაკეტილი და იქიდან არც ერთი დეზერტირი არ შემოვიდოდა. ის, რომ იქიდან ქართველებიც მოდიან, მაშინ ვთქვათ, რომ მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გამოვატარებთ, ან სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ, ან ქონების შეძენა ავუკრძალოთ. ამ ხალხის სახით გრძელვადიან პრობლემას ვიღებთ, რადგან ტვინში რა უდევთ, არ ვიცით. ის, რომ დამპყრობელი ხალხია და ზემოდან გვიყურებენ, ეს ზაფხულზეც ვნახეთ. ამ ხალხის ნდობა არ შეიძლება და თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ლიბერალები არიან. წავიდნენ და იომონ თავისი პუტინისთვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.