ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

არავინ იცის, რა ელოდება ქვეყანას, საიდანაც წელიწადში 100 ათასი ადამიანი გარბის და მათ რუსები ანაცვლებენ – სამადაშვილი

“ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ლარსზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანაში რუსეთიდან ყოველ კვირა 70 ათასი ადამიანი შემოდის, რაც საქართველოს დიდი პრობლემის წინაშე აყენებს. როგორც ის განმარტავს, დღეს შექმნილი ვითარება ხელისუფლების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.

“გომელაური აცხადებს, რომ დღეში 10,000 რუსეთის მოქალაქე შემოდის ქვეყანაში-10,000! ანუ ერთ კვირაში, 70,000. ვინ არიან ეს ხალხი?

1.ის, ვინც პუტინის რეჟიმს მშვიდად ეგუებოდა, სანამ მის სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე.
2. ხალხი, რომლებსაც არც ფული აქვთ და არც რაიმე სხვა რესურსი და გაუგებარია, როგორც აპირებენ თავის რჩენას.

3. ხალხი, რომელსაც წასასვლელი არსად არა აქვს საქართველოს გარდა-რუსებს ვიზებს თითქმის აღარავინ აძლევს მსოფლიოში. ანუ, ესე თუ გაგრძელდება, ხელისუფლების აღიარებითაც, მხოლოდ ორ კვირაში 150,000 დაუსაქმებელი და უსახსრო ადამიანი აპირებს გაურკვეველი დროით დაფუძნდეს საქართველოში. საკმარისია, მათი მასობრივი თავშეყრის ადგილას ვინმემ მოაწყოს პროვოკაცია, რუსეთს ეძლევა მიზეზი, საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით გამოიყენოს სამხედრო ძალა. თებერვლიდან დაწყებული მოვითხოვთ სავიზო რეჟიმის შემოღებას, რადგან ეს პრობლემა იყო სრულიად განჭვრეტადი. “აბა ომი გინდათ,” რომ ღნავის, აი იმ სამარცხვინო ხელისუფლებამ, რომელიც მხოლოდ საკუთარ, რუსეთზე მიბმული ფულის შოვნის სქემებზე დარდობს, პრობლემა მოგონილიაო. ლარსზე დღეს შექმნილი ვითარება არის ხელისუფლების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. სავიზო რეჟიმი რომ გვქონოდა აღდგენილი, ეს პრობლემა დღეს არ იარსებებდა. საინტერესოა – რა ელოდება ქვეყანას, საიდანაც წელიწადში 100,000 ადამიანი გარბის და მათ რუსები ანაცვლებენ. საქართველო ქართველების გარეშე, მეტი არაფერია” – წერს სამადაშვილი.

იტვირთბა....