საზოგადოება

როგორ გავიდიდოთ ტუჩები სახლის პირობებში

ყოველდღიურად კოსმეტიკის დახმარებით ხელოვნურად გადიდებულ ტუჩებს არ გვირჩევენ სპეციალისტები, თუმცა განსაკუთრებულ დღეებში მაკიაჟის ამ მძიმე ხერხის გამოყენება დაშვებულია:

იმისათვის რომ კონტურის ხარჯზე მოვახერხოთ ტუჩების გადიდება, ფანქარი ზედა ტუჩის  შუა ხაზს ოდნავ ზემოთ უნდა გადავატაროთ. ხოლო ტუჩების დანარჩენ კიდეებზე ფანქრით აუცილებლად უნდა გაჰყვეთ ტუჩის ხაზს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადახვიდეთ ზემოთ.

იგივე პრინციპით იხატება ქვედა ტუჩიც: შუაში ფანქარს ვიყენებთ ტუჩის ხაზის ოდნავ უფრო ქვემოთ, ვიდრე ბუნებრივი მოხაზულობაა, ხოლო შეერთება ხდება ბუნებრივი ხაზების დახატვით, ანუ ტუჩების ბუნებრივ კონტურს მივყვებით ფანქრით. დასასრულს, იმავე ფანქრით ოდნავ შეიფერადეთ ტუჩები და გადაისვით იმავე ფერის ტუჩსაცხი.

„დღის შოუ“

იტვირთბა....