საქართველოს მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში ლარსის გადაკეტვის მოთხოვნით ჯგუფი შექმნეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “რონდელის ფონდის” მკვლევარი ზურა ბატიაშვილი ავრცელებს.
“რუსების საქართველოში უკონტროლო შემოდინების შესაჩერებლად ჩვენ გვრჩება ერთადერთი გამოსავალი – ჩავკეტოთ ლარსი-სტეფანწმინდის გზა და მოვითხოვოთ დაუწესდეს სავიჟო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს !
სიმბოლურია რომ ამ პროცესის დაორგანიზება 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს გვიწევს.
ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში მინიმუმ 120 000 რუსი შემოვიდა.
მათი უკონტროლო შემოდინება საქართველოს დამაგრეველ შედეგებს მოუტანს. ჯერ კიდევ არის დრო, ჯერ კიდევ არის შანსი რომ შევაჩეროთ ეს ურდო.
ამისთვის საჭიროა ერთადერთი რამ – ჩავკეტოთ ლარსი-სტეფანწმინდის გზა და მოვითხოვოთ დაუწესდეს სავიჟო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს !
ვინც მზად ხართ ფიზიკურად შეუერთდეთ პროტესტის ამ ტალღას და არ იცით როგორ და ვისთან ერთად გააკეთოთ ეს გთხოვთ დაპლიუსდით კომენტარების ველში.
დღეს მე 3 დან 6 საათამდე ყველა თქვენგანს ერთსა და იმავე დეტალურ და მკაფიო სამოქმედო გეგმას მოგაწვდით რომლის შესრულებაც გაერთიანების პირობებში უმარტივესი იქნება”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ჯგუფში.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს გეგმავს, მას შემდეგ რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
რუსეთი ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტს გახსნის