ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების “ყირიმის ოლქში” გაერთიანებას და მის ხელმძღვანელად როგოზინის დანიშვნას გეგმავს

რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების “ყირიმის ოლქში” გაერთიანებას და მის ხელმძღვანელად როგოზინის დანიშვნას გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“რუსეთში „რეფერენდუმების“ შემდეგ შესაძლოა შეიქმნას ახალი ფედერალური ოლქი, რომელიც მოიცავს უკრაინის უკანონოდ ანექსირებულ ტერიტორიებს ყირიმთან ერთად”, – განუცხადა რუსულ „ვედომოსტს“ ყირიმის „მთავრობასთან“ დაახლოებულმა წყარომ. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროების თანახმად, ამ ოლქის ხელმძღვანელად როსკოსმოსის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი როგოზინი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია  გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს გეგმავს, მას შემდეგ რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

რუსეთი ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტს გახსნის

იტვირთბა....