ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“ახლა დამაბრალეს, რომ თათბირებს ვატარებდი და ნინო გვენეტაძე უნდა გადამეყენებინა” – გომელაური

ახლა დამაბრალეს, რომ თათბირებს ვატარებდი და ნინო გვენეტაძე[უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე] უნდა გადამეყენებინა, – აღნიშნულის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი რამე არ მომხდარა.

“უფრო მძიმე ბრალდებას ველოდი. ახალი რაღაც მოიგონეს, თითქოს თათბირებზე ხალხს ვკრიბავდი და მე მგონი ქალბატონი ნინო გვენეტაძე უნდა გადამეყენებინა. არ მიყურებია, მაგრამ როგორც მე გადმომცეს ეგ კონტექსტი იყო. აბსოლუტური ტყუილია, მსგავსი რამე არ ყოფილა. გენ-პროკურორი უნდა დამებარებინა, ასევე შოთაძეც იყო ნახსენები, აღარ მუშაობდა და იქ თითქოს ჩავერთეთ. წლებია უკვე სასამართლოზე, სუს-ზე, პროკურატურაზე და შსს-ზე ზეწოლა ხდება და ეს ყველაფერი ახლაც გრძელდება”, – აცხადებს გომელაური მედიასთან.

იტვირთბა....