საზოგადოება

ჯანეტ ქერდიყოშვილის რჩევები-როგორ მოვუაროთ გრძელ თმას

“მის საქართველო 2011”-ი, ჯანეტ ქერდიყოშვილი მომხიბვლელ გარეგნობას საგულდაგულოდ უვლის. ჯანეტი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გრძელი თმის მოსავლელად თანხა არასდროს ენანება და მისი გაჯანსაღებისთვის შინაური რეცეპტებიც კი გამოუყენებია:

„რაც შეეხება თმის მოვლას, არასდროს მენანება ფული შამპუნებზე, კონდიციონერებსა და ნიღბებზე. თმის ნიღაბს კვირაში ერთხელ ვიკეთებ, მეტჯერ არ შეიძლება. კონდიციონერი კი, თუ მოცულობა გაინტერესებთ, ძირებზე არ უნდა წაისვათ, არამედ ბოლოებზე, რომ თმა არ დავარდეს.

ერთხელ თმის ნიღაბი გავიკეთე მაიონეზით, ლიმონით და კონიაკით, რომელიც მთელი ღამე უნდა დამეტოვებინა. კოშმარად მახსოვს ის ღამე!

ყოველთვის მინდოდა, მოკლე და ფერფლისფერი თმა მქონოდა. ახლა გადავწყვიტე, რომ გათხოვებამდე მქონდეს გრძელი თმა და გათხოვების მერე შევიჭრა და შევიღებო. ისე კი, ექსპერიმენტების დიდად მოყვარული არ ვარ, ადვილად ვერ ვრისკავ.“-აღნიშნავს ჯანეტი.

იტვირთბა....