უკრაინელებმა ოდესაში ირანული კამიკაძე დრონები გაანადგურეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის სარდლობა” სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსები ოდესას ირანული დრონებით დაესხნენ თავს, რა დროსაც უკრაინელებმა 3-ვე მათგანის განადგურება შეძლეს.
“ოდესაში რუსების მიერ გაგზავნილი ყველა ირანული კამიკაძე დრონის განადგურება შევძელით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.