ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

რუსეთის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 7, დაშავებულთა შორის კი 14 არასრულწლოვანია.

დაღუპულთა შორის არიან სკოლის დაცვის 2 წევრი და 2 მასწავლებელი.

მედიის ცნობით, ქალაქ იჟევსკში შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და უსაფრთხოების სამსახურები მივიდნენ.

სროლა ამავე ქალაქში მდებარე 88-ე სკოლაში მოხდა, სადაც თითქმის 1 000 მოსწავლე და 80 მასწავლებელი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა, ხოლო სროლის მოტივი უცნობია.

იტვირთბა....