“არ მგონია, რომ ბლეფია” – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში დასმულ პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის მუქარასთან დაკავშირებულ შეკითხვას.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მუქარა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, შესაძლოა რეალური იყოს.
“შეიძლება გუშინ ეს ბლეფი იყო, მაგრამ ახლა ეს შეიძლება რეალობა იყოს. არ ვფიქრობ, რომ ეს ბლეფია”, – თქვა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.