ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

“საბაჟო კონტროლის პროცედურების 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.

აქვე განვმარტავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს ,,ლარსის” საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნაწილობრივ შეფერხებულია, საქართველოდან (საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

რუსეთიდან მოქალაქეების კონკრეტულად კი სამხედრო ასაკის მამაკაცების გადინება, სწორედ ხსენებულმა მობილიზაციამ გამოიწვია.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს აპირებს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

ფოტო: რადიო თავისუფლება

ამავე თემაზე:

საზღვარზე 30 კმ-იანი რიგია – რუსები საქართველოში ველოსიპედებით და ფეხით შემოდიან

იტვირთბა....