ეგვიპტეში, მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა გამთენიისას, კაიროს მახლობლად მოხდა. მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე ათობით სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. მედიკოსების განცხადებით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიების ვერსიით, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.