aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანი უარყოფს რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების მიყიდვას და წუხილს გამოთქვამს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭების გამო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირანი უარყობს უკრაინის ბრალდებებს რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების მიყიდვასთან დაკავშირებით და “მესამე ქვეყნების გავლენებზე” მიუთითებს. ამის შესახებ Reuters ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის, ნასერ კანანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

კანანის თქმით, წუხს ირანსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესების გამო.

“ეს გადაწყვეტილება დაუდასტურებელ ინფორმაციებზეა დაფუძნებული”, – აცხადებს ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი და უკრაინას ურჩევს, “თავი აარიდონ იმ მესამე ქვეყნების გავლენებს, რომელთაც ირანსა და უკრაინას შორის ურთიერთობის დანგრევა სურთ”.

ამასთან, ირანში აცხადებენ, რომ ინარჩუნებენ ნეტრალიტეტს რუსეთ-უკრაინის ომში და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის შეხვედრების სერია რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან იმ მიზნით გაიმართა, რომ ირანს “კრიზისის მოგვარებაში დახმარება გაეწია”.

იტვირთბა....