ქართველი ენდოკრინოლოგი გვირჩევს:
დიეტის დაწყების მსურველი პირველი-ორი კვირის განმავლობაში ბალანსირებულ, ჯანმრთელ კვებაზე უნდა გადავიდეს. ეს საჭიროა იმიტომ, რომ ორგანიზმი მიეჩვიოს იმ ულუფას, რომელიც ნორმალური კვებისთვის შესაბამისია. ორი კვირის შემდეგ ნელ-ნელა უნდა გამკაცრდეს კვების რეჟიმი, თუმცა საათობრივი კვება და ნორმალური რეჟიმი ამ დროსაც აუცილებელია. დიეტა მუდმივად უნდა იცვლებოდეს, გარკვეულ დღეებში უფრო მკაცრი იყოს, სხვა დროს შედარებით მსუბუქი, რადგან ორგანიზმი ეჩვევა ერთსა და იმავე რაციონს და ამიტომ წყდება წონის კლება. მანამდე მიიღეთ ორი დღე ცილოვანი საკვები, შემდეგი ორი დღეს -ნაცხშირწყლოვანი. ყოველ მეხუთე დღეს განტვირთვა საჭიროა, რაც გულისხმობს წყლის დიდი რაოდენობით მიღებას, კეფირის ან მაწვნის სმას მხოლოდ.
ცილოვანი დიეტა: დღის განმავლობაში მიიღეთ 150 გრამი ხაჭო, ხილის ერთი ჭიქა წვენი, მოხარშული ხორცი, წვნიანი, საღამოს რვა საათზე კი ერთი ჭიქა მაწონი ან კეფირი.
ნახშირწყლოვანი საკვები: მოხარშული ბრინჯი ბოსტნეულთან ერთად, ბოსტნეული სალათი ხილთან ერთად, წვნიანი, ბორში, ხილი, რვა საათზე კი -მოხარშული წიწიბურა.
დიეტის განმავლობაში მიიღეთ წყალი ორ ლიტრამდე. ამავდროულად სასურველია მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა-დღეში 20 წუთი ფეხით სიარული ან სხვა სახის ვარჯიში.