aviabiletebi
მთავარი მსოფლიო

„ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ – მერვე წიგნი ზაფხულში გამოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ – პოტერომანებისთვის მერვე წიგნი, ამ სახელწოდებით,  მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა. მისი სცენარი პოტერის ისტორიას შეეხება.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის“ პირველი და მეორე ნაწილები 31 ივლისს გამოვა, მას შემდეგ, რაც მისი დებიუტი სცენაზე, როგორც სპექტაკლი ისე შედგება. იმის გამო, რომ დადგმაზე დასწრებას ყველა ვერ შეძლებს, ავტორმა გადაწყვიტა სპექტაკლის სცენარი კიდევ ერთ წიგნად აქციოს.

წინში ჰარი პოტერი მამის როლში  და მაგიის მინისტრად მოგვევლინება. ამბავი ჯოან როულინგის, ჯეკ ტორნის და ჯონ ტიფანის მიერ დაწერილი ახალი ორიგინალური ისტორიაა.

როგორც თავად როულინგი ყვება, ეს იქნება პოტერის შვილისა და მისი მოკლული მშობლების შესახებ ისტორია. ფაქტები, რომლებიც ცნობილი არ არის. მოვლენები კი 19 წლის შემდეგ განვითარდება.

ჯოან როულინგმა პირველი წიგნი ჯადოქრების ისტორიაზე 1997 წელს გამოსცა. აქამდე 7 წიგნი იყო გამოცემული, ახლა კი მერვე ნაწილიც დაემატება. ისინი 73 ენაზე ითარგმნა და 8 ფილმად იქცა.

იტვირთბა....