მთავარი საზოგადოება ციტატა

კახაძე სატრანსპორტო კოლაფსზე: დამსაქმებელმა, რომელიც თქვენს სამუშაო დროს განკარგავს, ეს უნდა გაითვალისწინოს

[su_quote]მე დილით ადრე მოვუსმინე დედაქალაქის მთავრობის სხდომას, რომელიც გახსნა კახი კალაძემ და ამის შესახებ [სატრანსპორტო კოლაფსის] ისაუბრა. იმ ნაწილში, შეთვაზებებისა და შესრულების ნაწილში, ინფრასტრუქტურის განახლების ნაწილში, ბოდიში მოუხადა მოსახლეობას თმენისათვის და ხმაურისთვის, რომელიც მათ მიმდებარე ტერიტორიაზეა და იქვე გაამძაფრა ის მთავარი ლაით-მოტივი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა მიეცეს უპირატესი განვითარება. ამისი ყველა პირობა უნდა შექმნას ხელისუფლებამ როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილში და ამას ნელ-ნელა ჩვენც უნდა მოვითმინოთ. მეორე თემაა საქმის დეკორატიული გაკეთება. მარტო ასფალტის საფარი რომ გამოცვალო, მერე იქ ამოგიხეთქავს წყალი და მერე წყლის რემონტს უფრო დიდი დრო დასჭირდება და ამის გაკეთება 50-წლიანი პერსპექტივით და ასე, ამის მომხრე ნამდვილად ვარ. რეკონსტრუქციის დროს, როდესაც ოპერაციას აკეთებ, თუ დაინახე ხალი ამოსაღებია და მეტასტაზი დატოვო… ისიც ამოსაღებია და ესეც. მირჩევნია ერთი სტაციონარულად და დიდი პერსპექტივით გაკეთდეს. მე ფეხითაც დავდივარ, მეტროთითაც დავდივარ, სახელმწიფო მანქანა მემსახურება, მაგრამ არის მომენტები, როდესაც სახელმწიფო მანქანაში დაჯდომით იმ ადგილას უფრო გვიან მივიდე, ამიტომ მირჩევნია, მეტროთი მივიდე და ასე ვაკეთებ. ომის პერიოდში, როდესაც თბილისში ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობდა, ჩემი პროფესორი სიმამრი, ხანდაზმული კაცი, ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევის ცენტრში ფეხით მიდიოდა. იმიტომ, რომ პაციენტი ელოდებოდა, რწმენა ქონდა იმ ადამიანის. ექვს საათზე დგებოდა, შუქი არა, წყალი არა, ცივი წყლით გაიპარსავდა, მაგრამ იქ უნდა ყოფილიყო, რომ პაციენტს უმისობა არ ეგრძნო. ეს სხვა ვალდებულებებია და ამას მე ვერავის ვასწავლი, ეს ჩემი  თაობა წავა და ეს ვალდებულებებიც მოისპობა. იმ თაობისგან განსხვავებით, ჩვენი თაობა ცოტა სულსწრაფულია. თქვენი თაობა უფრო ბევრს ითხოვთ, ითხოვთ და სწორადაც ითხოვთ, ალბათ. იმათ მოვალეობა მეტი ჰქონდათ. მეორე ნაწილი, როდესაც საცობების გამო სამსახურში მისვლასთან არის ასოცირებული კავშირი, იმ ხელისუფალმა, იმ საწარმოს ხელმძღვანელმა, რომელიც თქვენს სამუშაო დროს განკარგავს, ეს უნდა გაითვალისწინოს იმ პერიოდში. დამსაქებელი და დასაქმებული თუ ერთმანეთს ჯიბრში ჩაუდგებიან, გასაკეთებელი საქმე წააგებს. ჩვენ მთავარია, გასაკეთებელი საქმე ხარისხიანად გავაკეთოთ. აქ დათმობების, ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმის ფორმა უნდა დაინერგოს. ჩვენ რატომღაც სულ ერთმანეთს ვეკამათებით, ვექიშპებით. ჩემი სიმამრი, 75 წლის კაცი რუსთაველის გამზირიდან ლისზე ონკოლოგიის კვლევის ცენტრში ფეხით მიდიოდა და ამას არავის ამადლიდა. ჩვენ არ გვინდა, რომ მოწესრიგებული ქალაქი გვქონდეს? ჩვენ არ გვინდა, რომ ავტობუსები დადიოდნენ შეუფერხებლად? ჩვენ არ გვინდა, რომ ამდენი გადატვირთული კერძო მანქანიდან ერთი კაცი არ მოძრაობდეს, ოთხი მაინც მოძრაობდეს, კაცო. ერთი კაცი ზის, ლიმუზინით დადის… ჩვენ არ გვინდა ჭკვიანი შუქნიშნების დაყენება, რომ მგზავრთნაკადები ვმართოთ და ამას მოსახლეობის ჯიბრზე ვაკეთებთ, რომ გავაწამოთ და მერე არჩევნებში მოვიტყუოთ? ეს ხომ აბსურდია და ლოგიკას ეწინააღმდეგება. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება თავის საქმეს  მიზანდასახულად აკეთებს და სრულიად არ ეშინია, რომ წინააღმდეგობის დაძლევის გზაზე ვიღაცა ძვირს იტყვის[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ “მეტრონომს” თბილისში შექმნილი სატრანსპორტო თემის კომენტირებისას უთხრა.

იტვირთბა....