ახალი ამბები მთავარი ციტატა

კახაძე: ჩართეთ ტელევიზორი, ყველა მხატვრული ფილმი ბანკების ძარცვაზეა, ეს მოტივატორია

[su_quote]მე ვერ გეტყვი კრიმინოგენური ვითარება მომატებულია თუ არა ქვეყანაში, ამ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამსახური გასცემს. მე ერთი რამ ვიცი, რომ მე მინდა მივულოცო და მადლობაც ვუთხარი, რომ უსისხლოდ, წარმატებულად, მაღალკვალიფიციურად ჩატარდა სპეცოპერაცია და ზიანი არ მიიღო არავინ, ხოლო დამნაშავე დაკავებულ იქნა. ახლა მეორე რამეს ვიტყვი, ჩართეთ ტელევიზორი და ყველა არხზე ყველა მხატვრული ფილმი ამერიკული იქნება, ევროპული, ინგლისური თუ ჯანდაბა, ყველა ბანკებზე თავდასხმაზეა და მერე იმათ გამართლებაზე, რომ ეს ბანკები რომ გაძარცვა რა მაგარი ბიჭია და ეს მოტივატორია და ახალგაზრდები ამას რომ უყურებენ… ამას ემატება გარკვეულწილად, ალბათ ის მომენტიც, რომ პოლიტიკური მეთვალყურეობა, გამჭირვალობა, ასეთი ანგაჟირება, დაძაბული სოციუმის გამო ხდება ესა და ესა და მოკლედ, ესეც ნებადართულია პოლიტიკურად ამისი განცხადების მხარეც მე ვერ გავაკრიტიკებ, ისინი ამას იტყვიან. სტატისტიკა, მგონი, არ არის გაზრდილი, გამოვლენაა და ყურადღება მაქსიმუმზეა აყვანილი. წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, მაღალკვალიფიციური ჩარევა და… პრევენცია ყოველდღიური უნდა იყოს. ტელევიზია დაპყრობილი აქვს კაცის მოკვლას, ბანკის ძარცვას, უბედურებას, ჯანდაბას და ამას უყურებს ახალგაზრდობა. ეს სხვა რეგულირების საგანია. მე ვიღაცას ცენზური არ ვეგონო. რაც შეეხება ქმედების მორალურ ნაწილს, როგორ უნდა გიჭირდეს ადამიანს, მე განმკითხავი ვერ ვიქნები, რომ გეტყვის ბავშვი შიმშილით მიკვდება და ამიტომ ჩავიდინე… სხვისი სისხლით მოპოვებული ფულით ბავშვის გამოკვება, მე რაღაცა ეჭვის ქვეშ ვაყენებ, თუმცა ჩემს თავს ამის შეფასების უფლებას არ მივცემ, არ მაქვს ამის უფლება. მე უფრო ჩემს აზრს ვამბობ, როგორც ერთი პიროვნების აზრს[/su_quote]

ამის შესახებ “მეტრონომს” ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ ქუთაისში ბანკზე თავდასხმის თემის კომენტირებისას განუცხადა. ცნობისთვის, 20 სექტემბერს ქუთაისში “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც 14 ადამიანი აიყვანა მძევლად. თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს ითხოვდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა დააკავეს, ხოლო ყველა მძევალი უვნებლად გამოიყვანეს ბანკის შენობიდან.

იტვირთბა....