[su_quote]სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებაში, ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც დაიწყო სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება და ამ მოწესრიგის ფარგლებში, ძალიან ბევრი გზის რეაბილიტაცია მიდის – საფუძვლიანი და კაპიტალური. შესაბამისად, კოლაფსის ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, ეს არის. აქედან გამომდინარე, თუ გზა არ გაკეთდა და თუ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები თანმიმდევრულად არ განხორციელდა, ვერც მოწესრიგდება. ცოტა უნდა მოვითმინოთ და შესაბამისად, გაიხსნება თუ არა ყველა ის გზა, რომელიც კეთდება, შეღავათი ნამდვილად იქნება. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, თითო ოჯახზე ორი და სამი მანქანა მოდის. ამიტომ, მანქანების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია. ყველაფერს აკეთებს მერია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფარგლებში მაქსიმალურად იქნას მოწესრიგებული[/su_quote]
ამის შესახებ “მეტრონომს” თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის თემის კომენტირებისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა.