[su_quote]კარგით, რა… მომატებული არა ის არის, გეხვეწები, რა… რომელ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი პრეცედენტი? მთავარი ის არის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა იმუშავეს ძალიან კარგად, ყოველგვარი მსხვერპლის, ყოველგვარი დაზიანების გარეშე ჩატარდა სპეცოპერაცია და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო – დაწყებული ქვეყნის პირველი პოლიციელიდან, დამთავრებული ყველა იმ პოლიციელით, ვინც მონაწილეობა მიიღო[/su_quote]
ამის შესახებ “მეტრონომს” ქართული ოცნების” დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა ქუთაისში ბანკზე თავდასხმის თემის კომენტირებისას განუცხადა. ცნობისთვის, 20 სექტემბერს ქუთაისში “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც 14 ადამიანი აიყვანა მძევლად. თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს ითხოვდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა დააკავეს, ხოლო ყველა მძევალი უვნებლად გამოიყვანეს ბანკის შენობიდან.