ახალი ამბები

იმერეთის საპატრულო პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადააყენეს

იმერეთის საპატრულო პოლიციის უფროსი ამირან ვერულაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” საკუთარ იმერეთის კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ ვერულაშვილი თანამშრომლებს დღეს დილით დაემშვიდობა.

“არსებული ინფორმაციით, რეგიონებს შორის როტაცია მოხდა და ამირან ვერულაშვილი ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა.

ვინ დაიკავებს იმერეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობას ეს ჯერჯერობით უცნობია”, – წერს “მთავარი არხი”.

 

ფოტო: მთავარი არხი

იტვირთბა....