aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

საგარეჯოში 35 წლის კაცი ჩაცხრილეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 35 წლამდე ასაკის კაცი ჩაცხრილეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მოკლული ადგილობრივი ბიზნესმენი აიდინ გამზაევია.

“შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, კაცი საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს. სოფელში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა წარსულში მომხდარ ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება, რაზეც გარდაცვლილმა პოლიციას მიმართა.

აიდინ გამზაევი, მცირე ბიზნესით იყო დაკავებული, მისდევდა სოფლის მეურნეობას, სოფელ იორმუღანლოში ამუშავებდა კაფეს და ახალგაზრდებს ამეცადინებდა მართვის მოწმობის მისაღებად თეორიულ საკითხებშიც”, – წერს მედია.

შსს- ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყებას დაკავებული ამ დრომდე არავინ ჰყავს.

“მეტრონომი” მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების მოძიებას ცდილობს.

იტვირთბა....