ახალი ამბები პოლიტიკა

“ლიბერალიზმის დედოფალა, ვერბალური ტროცკისტი” – სანიკიძე ჩერგოლეიშვილზე

დღევანდელი ლიბერალიზმის დედოფალაა, – აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტაბულას” დამაარსებელის, თამარ ჩერგოლეიშვილის მისამართით განაცხადა.

როგორც სანიკიძე “პალიტრანიუსის” ეთერში აცხადებს, ჩერგოლეიშვილი ვერბალური ტროცკისტია და ღმერთმა დაიფაროს ხელისუფლებაში მოვიდეს.

“ერთი ქალბატონი რუსის “პრაპორშიკივით” იგინება. დღევანდელი ლიბერალიზმის დედოფალა. რუსის “პრაპორშიკი” არ იგინება ისე, როგორც ის. მომხრეებს როგორ გაიჩენენ? ეს უნდა ახსნა… ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი… ახალციხეში “ზბორებზე” რომ ვიყავი რუსი “პრაპორშიკი” იყო… ეს იყო რაღაც შედევრი რუსული გინების, იმაზე უარესია. ვერბალური ტროცკისტები არიან. ღმერთმა დაიფაროს საქართველო, ეგენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ”, – აცხადებს სანიკიძე.

იტვირთბა....