[su_quote]საქართველოს ინტერესია, რომ ყავდეს ძლიერი მოკავშირე ამერიკის სახით და ამერიკის ინტერესებია, რომ რეგიონში ესოდენ სანდო დასაყრდენი ყავდეს საქართველოს სახით იმ ვითარებაში, რაც გარშემოა შექმნილი. პრაგმატიზმიდან გამომდინარეობს ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას… დავანებოთ თავი, თუ რა განცხადება გააკეთა ოთხეულმა. ჩვენი წვლილი და ჩვენი ერთობლივი მუშაობა, თუნდაც მსოფლიო ინტერესებიდან გამომდინარე ტერორიზმის საწინააღმდეგოდ, ორგანიზებული დანაშაულის საწინააღმდეგოდ, უამრავი სხვა თემა შემიძლია ჩამოვთვალო, სადაც ჩვენ და ამერიკელები ყოველთვის ერთად ვიდექით. მომავალშიც ასე დავდგებით, მაგრამ არ შეიძლება, რომ ამ კონტრიბუციას ხაზი გადაუსვა. პატარა საქართველომ თავის კონტრიბუცია გაიღო არ პირადად ამერიკისთვის, არამედ მასთან იბრძოლა და იდგა იმ პოზიციაზე, რომელიც მსოფლიოს ჭირდებოდა და ჩვენ საკუთარ სახლს ვიცავდით, მაგრამ ესეთი თქმა, რომ საქართველო მარტო მიმღებია დახმარების, არასწორია. ჯერ ეს ერთი, არ არის მთლად ესე. მე არ მჭირდება დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის ან ჩემი სხვა მეგობრების განცხადებები. მე, ჩვენ ამაზე ჩვენი პოზიცია გვაქვს. ფორმა თითონ ასეთი განცხადების, ასეთი ხისტი განცხადებების, არ მგონია, რომ სწორია, მაგრამ საკითხის არსი განსახილველია[/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ აჭარის ტელევიზიაში განაცხადა.
ივანიშვილის დეპუტატები – დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მორიგ ანტიამერიკულ წერილს ავრცელებენ, რომელშიც აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე საუბრობენ.
ივანიშვილის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ აშშ-ს მიერ გამოყოფილი დამხმარება არა დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისკენ, არამედ მისი შერყევისკენ არის მიმართული. როგორც მათ წერილში ვკითხულობთ, საელჩო საქართველოს “ქვეყნის განადგურებაზე არწასვლად” ვერ პატიობს, დეპუტატები სვამენ კითხვას, 2013-დან დღემდე საქართველომ უფრო მეტი სარგებელი მიიღო აშშ-სგან თუ პირიქით.