ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

მამულაშვილი: რუსეთი უკვე დამარცხებულია, დროის ამბავია, როდის შევძლებთ ტერიტორიების მთლიანად დეოკუპირებას

[su_quote]რუსეთის დამარცხება აშკარაა, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ ისევ მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში. ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს აშშ-ს დაზვერვასთან და ვიცით მათი აზრი – რუსეთმა თავისი უუნარობა აჩვენა მთელი ამ 6 თვის მანძილზე და რუსეთის არმიას, როგორც ძალას უკვე არ აღიქვამენ იმ მასშტაბებით, რა მასშტაბებითაც შეეძლო თავი წარმოედგინა ომის დაწყებამდე. რუსეთმა თავისი თავის დისკრედიტაცია მოახდინა ომის დაწყებით და ფაქტობრივად, ანახა თავისი რეალური შესაძლებლობები და რესურსები. ამასთან ერთად, ანახა, რაზე შეუძლია წასვლა, რომ აღადგინოს ყოფილი საბჭოთა კავშირი. რუსეთი უკვე დამარცხებულია, დროის ამბავია, როდის შევძლებთ მთლიანად დეოკუპირებას ტერიტორიების. სამხრეთ მიმართულებაც ძალიან აქტიურად იწყებს მოქმედებას, იწყება შეტევითი პროცესები და მე მგონია, სულ მალე დამთავრდება ეს ყველაფერი.

ამის შესახებ უკრაინაში “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....