ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიკეთში 1 ადამიანი მოკლეს

კიკეთში სროლის შედეგად რამდენიმე პირი დაიჭრა, მათგან ერთი, გარდაიცვალა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც  ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

როგორც IPN-ს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ერთი პირის იდენტიფიცირება მოახდინეს და მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კიკეთში მომხდარი სროლისას დაჭრილებს შორის ორი ქალია, ისინი თბილისში, ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

 

იტვირთბა....