კიკეთში მომხდარი სროლის დროს ორი ქალი დაიჭრა. ისინი თბილისში, “ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას IPN ავრცელებს.
როგორც გამოცემას კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ და ამ წუთებში დაჭრილებს სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
არსებული ინფორმაციით, კიკეთში დღეს მომხდარი სროლის შედეგად კიდევ არიან დაჭრილები.

