დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძემ მოძრაობა „ეროვნულების” სახელით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით მიმართა, რათა რეფერნდუმზე შემდეგი საკითხი დაისვას – უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში ის, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლიბითი ერთობაა?
„კონსტიტუციის “36 მუხლი 1 პუნქტი – ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი” – ამ მიზნით ვიწყებთ 200 000 ხელმოწერის შეგროვებას!“- აღნიშვანს სანდრო ბრეგაძე.
„მეტრონომი“ დაინტერესდა ემხრობა თუ არა საზოგადოება ამ ინიციატივას. 100 გამოკითხულიდან, ნაწილი თვლის, რომ ამ საკითხს არ სჭირდება კონსტიტუციურად დამოწმება, რადგან მათი თქმით, ქორწინება ყველას უფლებაა. ნაწილი კი ამბობს, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა და ხელმოწერებს შეუერთდება.