მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე NDI-ის კვლევის პოლიტიკურ ნაწილზე: ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევა არ შედგა

[su_quote]ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევა არ შედგა. ვინაიდან, თუ არ ვცდები, 56%-მა უარი თქვა კითხვაზე პასუხის გაცემაზე. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ არ არის რელევანტური ეს პასუხები. თანაც, შეკითხვაც არაკორექტულადაა დასმული. კი არ არის დასმული “ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით ხმარს”, არამედ საუბარია “თქვენთან ახლოს რომელი პარტია დგას”. კი, ჩემთან ახლოს შეიძლება, იდგეს რომელიმე პარტია, მაგრამ ივანიშვილის და იმ ოთხეულის მოღალატეობრივი ქმედების გამო, არ მისცე იმას ხმა, ვისთანაც ახლოს დგახარ. ქუჩაში რომ 100 000 ადამიანი გამოვიდა, ძალიან ბევრი “ქართული ოცნების” ყოფილი ამომრჩეველი იყო[/su_quote]

ამის შესახებ “მეტრონომს” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

NDI-ს კვლევით, მოსახლეობის უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია და არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას, თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? პასუხები ასე გადანაწილდა:

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა: 54% – არცერთი პარტია+არ ვიცი+უარი პასუხზე, 25% – ქართული ოცნება, 8% – ნაციონალური მოძრაობა, 13% – სხვა.

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

იტვირთბა....