ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ბრალია. კერძოდ, ასე 58% თვლის ასე, 18% ომის დაწყების მიზეზად პუტინს ასახელებს, 15% თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი აშშ-ს ბრალია, 11% უკრაინას ასახელებს.
კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.