საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში ამჟამად მშვიდი და უსაფრთხო გარემოა, რაც სახელმწიფო უწყებების გამართული მუშაობის შედეგია.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ეკა სეფაშვილი აცხადებს, ამ ფონზე, ის არ თვლის, რომ პიარისთვის და ხალხისთვის თავმოსაწონებლად მოწვეულ უნდა იქნას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.
“ეს საკითხები სახელმწიფოს დღის წესრიგში უმწვავესად დგას და ამ თემებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მუშაობს და როგორც ოპოზიციას სურს, რომ წარმოაჩინოს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს, ასე არ არის. ნამდვილად ახლა საპიაროდ, რომ ხალხს დავანახოთ, რომ აი, რა თავდადებულები ვართ, ნახეთ როგორ ვმუშაობთ, არ ვთვლი, რომ პიარისთვის და თავმოსაწონებლად უნდა გაკეთდეს ეს [ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარება]. ფაქტი, რომ ქვეყანაში ნარჩუნდება სიმშვიდე და სტაბილურობა, ნამდვილად იმას მოწმობს, რომ ეს უწყებები გამართულად და კარგად მუშაობენ. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და ამ უწყებების მუშაობის შედეგი ფასდება იმ ვითარებით, რომელიც ქვეყანაში. საბედნიეროდ, საქართველოში სტაბილური და უსაფრთხო ვითარებაა. ეს ოპოზიციას საქილიკოდ აქვს, სად არის უსაფრთხოება და ა.შ. ბევრი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებსა და შეფასებებში საქართველოში სტაბილური და უსაფრთხო გარემო”, – ამბობს სეფაშვილი.