ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბატიაშვილი: ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის ბრძოლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს… რუსეთის დასუსტების ფონზე, მსგავსი შემთხვევები გაიზრდება

ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის დასუსტების ფონზე, ათწლეულების განმავლობაში არსებული ძალთა ბალანსი ირღვევა და სამომავლოდ კონფლიქტების რაოდენობა გაიზრდება.

ბატიაშვილი ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბრძოლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

“რა ძალთა ბალანსიც არსებობდა ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის დასუსტების ფონზე, ირღვევა ეს ძალთა ბალანსი. ამას ვხედავთ ჩვენ კავკასიაში, ვხედავთ შუა აზიაში – ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის ტერიტორიული კონფლიქტის გაღვივების ფონზე. ყველგან, სადაც რუსეთის ბალანსი არსებობდა ირღვევა. ჯერ ახალი არ არის ჩამოყალიბებული, ამიტომ მსგავს შემთხვევებს ვხედავთ და ეს შემთხვევები სამომავლო კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ძველი წესრიგი ირღვევა. ბრძოლები მიმდინარეობს, ორივე მხრიდან [ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის] არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები. ძნელია მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის თქმა, რადგან ბრძოლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს”, – ამბობს ანალიტიკოსი.

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ვითარება დღეს დილით დაიძაბა. მხარეების ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

იტვირთბა....