ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სუბარის თქმით, დეგნანი იტყუება და მან არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ომში ჩართვისკენ

[su_quote]პირველად მოვისმინეთ მისგან [კელი დეგნანისგან] ასე მკაფიოდ, რომ პირადად ის და ამერიკის შეერთებული შტატები არ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს სახელმწიფოს ომში ჩართვისკენ, ეს იყო კარგი. თუმცა, მან თქვა, რომ მსგავსი მოწოდება პირადად მისი მხრიდან არასდროს გაჟღერებულა, რაც რბილად ვიტყვი, არ არის სიმართლე. არ ჩავაყენებ უხერხულობაში საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთა კაბინეტებში ეს მოწოდებები არაერთხელ ითქვა და ითქვა დაჟინებით, მაგრამ ეს არის სიმართლე და ამის დამტკიცებაც შემიძლია[/su_quote]

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა სოზარ სუბარმა განაცხადა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

იტვირთბა....