[su_quote]ძალიან შთამბეჭდავია ის პროგრესი, რომელიც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მიაღწია. ამ პროცესში დიდი როლი შეასრულა სამოქალაქო საზოგადოებამ. ეს ორგანიზაციები მთავრობის ანგარიშვალდებულებებს აკონტროლებენ. ეს ის ორგანიზაციები, რომლებიც ატყობინებენ საზოგადოებას, ემსახურება თუ არა მთავრობის ქმედებები მათ საუკეთესო ინტერესებს. მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. ამიტომ, შეერთებული შტატები, სხვა ქვეყნები და სხვა საელჩოები მხარს უჭერს მათ ორგანიზაციების განვითარებას, რადგან ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ ჯანსაღ დემოკრატიაში. თუ გამჭირვალობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ინფორმაცია ყველა ჩვენი გარნტის შესახებ, საჯაროდაა ხელმისაწვდომი საიტზე grant.gov და ალბათ, იგივე ითქმის ყველა სხვა ქვეყნების მთავრობებზე, რადგან გვაქვს ვალდებულება ჩვენი გადასახადების გადამხდელთა წინაშე. ეს ისაა, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, ძლიერი დემოკრატიის განვითარების მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. ძლიერი დემოკრატიისთვის საჭიროა ძლიერი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ არიან მარგინალიზებული და სხვადასხვა პოზიციებს წარმოადგენენ, ასევე საჭიროა სამოქალაქო სექტორის ძლიერი ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის კომფორტული არაა მმართველი პარტიისთვის. სამოქალაქო ორგანიზაციები იმისთვის არ არსებობენ, რომ მმართველ პარტიას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე იდგნენ. ისინი ქვეყნის მოსახლეობის სახელით მოქმედებენ, მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.