აჭარაში H1N1-ის, ე.წ ღორის გრიპის ვირუსით მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა. 37 წლის ქალი შეუძლოდ 18 იანვარს გახდა, საავადმყოფოს კი 10 დღის შემდეგ, 28 იანვარს მიმართა. ის დღეს დილით გარდაიცვალა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ავადობის მაჩვენებელმა ამ დროისთვის მკვეთრად იკლო.
გუშინ, აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით 66 წლის მამაკაციც გარდაიცვალა.
სულ საქართველოში H1N1 ტიპის ვირუსით 10 ხოლო H3N2-ით 1 ადამიანია გარდაცვლილი.