ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცოლ-ქმარი მაშინ მოკლეს, როცა ისრაელიდან ჩამოსვენებულ ბიჭს დასტიროდნენ

საინფორნაციო სააგენტო “ქართლი ჯი”-ის ცნობით, სამართალდამცავები ეჭვმიტანილ 1966 წელს დაბადებულ მამაკაცს კ. ქისიშვილს ეძებენ, რომელმაც იარაღი, ჯერ, ყოფილი ცოლის ქმარს გ. ჯაგიევს, შემდეგ კი ყოფილ ცოლს ესროლა.ინციდენტი ღამის 2 საათზე თვითმხილველების თვალწინ მოხდა.

იმ ღამით, ყოფილ მეუღლეებს ისრაელიდან 28 წლის ბიჭი გარდაცვლილი ჩამოუსვენეს.

მკვლელობაში ბრალდებული კ. ქისიშვილი ყოფილი ცოლის სახლში, გარდაცვლილი შვილის ჩამოსვენების დროს მივიდა. ჩამოსვენებას მეორე ქმარიც, გ. ჯაგიევიც ესწრებოდა.

„უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, როცა ხალხი ნელ-ნელა დაიშალა და სახლებში წავიდა. ამ დროს სროლა ატყდა. მკვლელმა იარაღი თავში ჯერ მეორე ქმარს ესროლა, შემდეგ ყოფილ ცოლს. თავიდან ტყვია ასცდა ცოლს და გაქცევა სცადა, მაგრამ დაეწია ყოფილი ქმარი და ზურგიდან დაახალა.” – ასეთია სურათი რომელსაც თვითმხილველები ხატავენ.

“მეტრონომი” შსს-ს დაუკავშირდა. მათი განცახადებით ამჟამად ეჭვმიტანილს ეძებენ. გამოძიება დაწყებული 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....