ახალი ამბები მთავარი ციტატა

ბატიაშვილი: ასეთ სიტუაციაში ყველა ნორმალური ქვეყანა მინიმუმ უსაფრთხოების საბჭოს სხდომას მოიწვევდა

[su_quote]ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ასეთ სიტუაციაში ყველა ნორმალური ქვეყანა მინიმუმ უსაფრთხოების საბჭოს სხდომას მოიწვევდა და გამართავდა კონსულტაციებს იგივე მეზობელ ქვეყნებთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც სომხურ და არც აზერბაიჯანულ მხარესთან სატელეფონო საუბარიც არ შემდგარა, რათა პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია. სამწუხაროა ის, რომ ასეთი ინსტიტუციონალური პრობლემები საქართველოში არსებობს და გამოჩნდება-ხოლმე მაშინ, როდესაც ურემი აგდატრიალდება[/su_quote]

ამის შესახებ “მეტრონომს” ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განუცხადა.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს გვიან ღამით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები დაიწყო.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გორისის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

აზერბაიჯანის გამცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით დაიწყეს, რასაც საპასუხო მოქმედებები მოჰყვა.

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიაზე 4 მიმართულებით შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, მოგვიანებით კიდევ 2-3 მიმართულება დაემატა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა. მისივე თქმით, დადასტურებულად გარდაცვლილია 49 სომეხი სამხედრო მოსამსახურე.

იტვირთბა....