ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ბატიაშვილი: რუსული ჯარი დემორალიზდა, გარბის, მისდევენ უკრაინელები… გამარჯვებაში ყირიმიც იგულისხმება

[su_quote]უკრაინის ბოლო კონტრშეტევა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ისეთი წარმატებული, რომ შეიძლება, თითონაც არ მოელოდნენ. რუსული ჯარი დემორალიზდა, გარბის, მისდევენ უკრაინელები, რაც ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ გადაიხარა უპირატესობა უკრაინელების მხარეს და უკრაინელები უპირატესობის გამოყენებას შეეცდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ კონტრშეტევები გაგრძელდება, მონახავენ კიდევ სუსტ ადგილებს რუსულ დაცვაში და იმ ადგილებში იქნება გარღვევა, რამაც საბოლოო ჯამში უნდა მოიტანოს უკრაინის გამარჯვება. ამ გამარჯვებაში ყირიმიც იგულისხმება და ამასთან დაკავშირებით კითხვებიც არ არის. დასავლეთიც პირდაპირ ამბობს, რომ ყირიმი ოკუპირებული ტერიტორიაა და უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ისევე როგორც დონბასი და სხვა ტერიტორიები[/su_quote]

განუცხადა “მეტრონომს” ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის თემის კომენტირებისას.

იტვირთბა....