aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვში ოპოზიციური პარტიის ლიდერს თავს დაესხნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოსკოვში ოპოზიციური პარტია “პარნასის” ლიდერს, მიხეილ კასიანოვს დაესხნენ თავს. ინციდენტი ღამით, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. მას ფიზიკური შეურაცხყოფა ორმა მამაკაცმა მიაყენა და ტორტიც ესროლეს.

პარტია პარნასის წევრების ინფორმაციით, თავდამსხმელები ჩეჩნურად საუბრობდნენ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მიხეილ კასიანოვმა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, სოციალურ ქსელში კადიროვის მიერ გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც კასიანოვი იარაღის სამიზნეში იყო ამოღებული.

იტვირთბა....