ახალი ამბები პოლიტიკა

საარჩევნო პროცესში ცვლილება შევა – კობახიძის განცხადება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2024 წლიდან საარჩევნო პროცესში ელექტრონული სისტემა ფართოდ დაინერგება.

მისივე თქმით,ეს საბოლოოდ გამყარებას ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ.

“როგორც მოგეხსენებათ ვმუშაობთ ეუთო/ოდირის მიერ წარდგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე.

“ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ.

გასულ წელს სრულად ელექტრონული წესით ჩატარდა ხმის მიცემი პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს ელექტრონული წესით ჩატარდა საკრებულოს არჩევნები ბათუმში 8 საარჩევნო უბანზე.

აღნიშნული წესით ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ. კერძოდ, ეს მოიცავს ჩვენი გადაწყვეტილებით, ყველა მსხვილ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტს, რომელიც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს ნიშნავს.

ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული წესით განხორციელდება. ეს საბოლოოდ გამყარებას ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ და დაასრულებს დისბალანსის პრობლემას. სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით. ჩვენს ინიციატივას უახლოეს დღეეებში მიეცემა კანონპროექტის სახე”, – აცხადებს კობახიძე.

იტვირთბა....