თბილისის ოთხი რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს. კერძოდ, შეზღუდვები შეეხებათ:
კრწანისის რაიონი: ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი: გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი: გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს; ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ბუდაპეშტის, კანდელაკის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს; ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, ცაგერის, შარტავას და დები იშხნელების ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი: ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.