ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანა პარიზის აუქციონზე 32 მილიონ ევროდ იყიდა.
Bleacherreport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესიმ 1957 წელს გამოშვებული ფერარი 335 სპორტი შეიძინა, რომელიც ავტოტრანსპორტის ისტორიაში ერთ-ერთი წამყვანია.
ქარხანას ამ მოდელის მხოლოდ 4 ეგზემპლარი აქვს აწყობილი. სწორედ ამ ავტომობილით შეჯიბრებებზე არაერთ ცნობილ მებრძოლს უასპარეზია.