ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახეთში ოჯახი დააყაჩაღეს: ცოლი დააბეს, ქმარმა ინსულტი მიიღო

თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ვახტანგიშვილების ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მათთან ამ დრომდე დაუდგენელი ორი პირი შეიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სახლიდან ძვირფასეულობა და გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღეს.

მეზობლების ინფორმაციით, ხნიერი ქალბატონი მძარცველებმა დააბეს. მას ძირითადი დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მეუღლეს კი ამ ინციდენტის შედეგად ინსულტი განუვითარდა.

ორივე მათგანს მკურნალობის კურსი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.  ორივე მათგანი ამ დრომდე მკურნალობის კურსს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.

პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

უწყებაში განმარტავენ, რომ გატაცებული თანხისა და ძვირფასეულობის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო ჯგუფი სწავლობს. თავდამსხმელები პოლიციას ჯერ არ დაუკავებია, სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

იტვირთბა....