ახალი ამბები მსოფლიო სამართალი

ვინ არის ე.წ ქართველი კანონიერი ქურდი, რომელიც რუსეთში თავის არეში დაჭრილი იპოვეს

ცნობილი ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გია, იგივე “დლინნი” დიაკვნიშვილი, “ნოვაია მასკვას” სოფელ მოსტოვსკოეში მდებარე საკუთარ სახლში, თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით იპოვეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ქართველმა კანონიერმა ქურდმა სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალური არ არის.

დაჭრილი დიაკვნიშვილი ამჯერად საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას ექიმები მკურნალობენ.

ჩხრეკის დროს პოლიციამ საბრძოლოდ გადაკეთებული გაზის პისტოლეტი იპოვა. სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზეა აღძრული.

რუსული მედიის ცნობით, გია (გიორგი) დიაკვნიშვილი ქართველი წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოსკოველი “კანონიერი ქურდია”.

ასევე ის არის ქურდების საერთო ფონდის ე.წ. “ობჩიაკის” მფლობელი. დიაკვნიშვილი ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არსებულ დაპირისპირებაში მხარს დედ ჰასანს უჭერდა და ტარიელ ონიანის წინააღმდეგ გამოდიოდა.

 

იტვირთბა....