ექნებათ თუ არა მშობლებს ონლაინსწავლების არჩევის უფლება, – ამ საკითხთან დაკავშირებით mshoblebi.ge განათლების სამინისტროს პრესსამსახურს ესაუბრა.
როგორც ირკვევა, ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
“ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაცია კვლავ მიმდინარეობს და როგორც კი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, მშობლებს ეცნობებათ”, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.
საგულისხმოა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კვლავ მაღალია.
30 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ვირუსი 13 737 ადამიანს დაუდასტურდა.
ცნობისთვის, 15 სექტემბერს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება.