ახალი ამბები საზოგადოება

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 4 სექტემბერს, დაბა წავკისში ხანძრის შედეგად კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წავკისის სატუმბო სადგურს ავარიულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ დროისთვის წყალმომარაგება შეზღუდული აქვს დაბა კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, კვესეთსა და სამადლოს.

“წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს”, – ნათქვამია ტექსტში.

იტვირთბა....