გერმანიამ ფაქტობრივად ჰიბრიდული ომი გამოუცხადა რუსეთს, – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი Telegram-ზე.
ასე გამოეხმაურა მედვედევი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი აღარ არის ენერგორესურსების სანდო მიმწოდებელი.
“აი, ისევ განაწყენებული… გერმანია: ა) არამეგობრული ქვეყანა, ბ) სანქციები დაუწესა რუსეთის მთელ ეკონომიკას და მის მოქალაქეებს, გ) ამარაგებს უკრაინას ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მიმართული სასიკვდილო იარაღით”, – წერს მედვედევი.