ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ უოლკერმა საოკუპაციო ხაზთან ჩასვლისას განაცხადა, რომ რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინიდან არ დაწყებულა, ეს მოხდა აქ, საქართველოში 2008 წელს.
მისივე თქმით, არ შეიძლება, დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ აქ არის.
“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და ხალხისთვის შეხსენება, რომ 2008 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, ბორდერიზაცია გრძელდება. ხალხი ახლა ფოკუსირებულია უკრაინაზე, თუმცა რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინიდან არ დაწყებულა, ეს მოხდა აქ, საქართველოში 2008 წელს. მან მოახდინა მოლდოვის ნაწილის ოკუპაცია. ისინი უფრო სასტიკები არიანა ხლა უკრაინაში, უფრო მეტ ტერიტორიას იტაცებენ უკრაინაში, თუმცა ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ეს არის ერთი მთელის ნაწილი. არ შეიძლება, დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ აქ არის”, – განაცხადა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, უოლკერმა.