ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“სტრატეგიულად მნიშვნელოვან პუნქტებზე კონტროლს ამყარებენ ჩვენები, ალყაშიც არის მოქცეული ურდო ცალკეულ ადგილებში” – პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ტრადიციულად, უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. როგორც პეტრიაშვილი წერს, ბოლო 24 საათში მტერმა პოზიციები დაკარგა და მომავალში, კიდევ უფრო მეტი წარუმატებლობა ელით რუსებს.

“გუშინ ჩვენმა ძალებმა კიდევ წაიწიეს წინ ხერსონის მიმართულებით! ინფორმაცია ძალიან შეზღუდულია და მის დეტალებში გავრცელებასაც ვერიდები, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებზე კონტროლს ამყარებენ ჩვენები და მათ ირგვლივ მიდის აქტიური ბრძოლები! ცალკეულ ადგილებში ურდო ალყაშიც არის მოქცეული, გაჩნდა უკვე პირველი ტყვედ ჩაბარების კადრებიც! ჩვენები გამაგრძობენ მათი მომარაგების საწყობების და ინფრასტრუქტურის განადგურებას! “ვიოსლამი” ცდილობდნენ გუშინ გაძრომას, მაგრამ ცურვა-ცურვით პირდაპირ იოსიას კონცერტზე ამოყვედ თავი! ყოველ დღე ურდო კარგავს 300-დან 500-მდე ორკს! კობზონი კმაყოფილია! პირელი ტ-62 ებიც დაჯართდნენ. ეგეთი ბევრი იქნება აწი! არა, ტ-72-ებიც იყო ტ-80-ებიც გუშინ, მაგრამ მე მაინც ველოდები ტ-34 ებამდე როდის ჩავა ურდო! ბევრი არ უკლია რო იცოდეთ!
ბახმუტის, ავდეევკის და იუჟნობუგის მიმართულებით ჩვენებმა ისევ გააცამტვერეს ურდოს იერიშის მცდელობები! ხერსონის ოლქშიც ფართხალებენ ორკები, მაგრამ უშედეგოდ!
გუშინ ღამე ისევ დაბომბეს ნაძირლებმა ხარკოვი! მაინც მნიშვნელოვნად დაიკლო ურდოს სარაკეტო თავდასხმების ინტენსივობამ და შემცირდა არეალიც!
დიდი ამბებია ენერგეტიკულ ფრონტზე! ჩრდილოეთის ნაკადი უვადოდ “გარდაიცვალა”! მისი უეცარი გაჩერება მოყვა ევროკომისიის განცხადებას, რომ ევროკავშირი შეათანხმებს ფასის ზედა ზღვარს რუსულ გაზზე!
დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები კი შეთანხმდნენ ნავთობის გადამზიდავი კომპანიებისთვის ზედა ზღვარის დაწესებაზე! ანუ ვინც დაწესებულ ფასზე ძვირად შეძენილი ნავთობის წაღებ-წამოღებას შეეცდება, კაი დღე არ დაადგება! ვფიქრობ, რომ მართლა ისტორიული პროცესის შემაწრე ვხდებით – ნაბიჯ-ნაბიჯ რუსული ემერგომატერებლების “სუპერიარაღობა” ისტორიას ბარდება! ისმის კრიახი კრემლიდან! პიანი მასტერ ძიმონა მედვედევი იმუქრება, სულ გადაგიკეტავთ გაზს და ნავთობს დასავლეთსო! დაასხი-დალიე-გადაკეტე! ვინც არა?
ამასობაში პრეზიდენტი ბაიდენი 11.7 მილიარდს სთხოვს კონგრესს უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის! და ეს კიდევ არაა ლენდ ლიზი! 1 ოქტომბრიდან ჩაირთვება ლენდ ლიზი! ურწმუნო და უგონო მონებს თუ უკრაიენელების, ამერიკელების და ჩვენი არ სჯერათ, რუს ისტორიკოსებს და პოლიტიკოსებსაც კი მაინც დაუჯერონ, დედა ენის მსგავსად, ამ ლენდ ლიზმა რა ჰქმნა?
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”, – წერს პეტრიაშვილი.
იტვირთბა....