aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რაზე ესაუბრა კვირიკაშვილმა ტელეფონით ირანის პრეზიდენტს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და ირანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ისაუბრეს ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე. გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს მიულოცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა.

 

საქართველოს პრემიერმა ირანის პრეზიდენტს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა მოულოცა.

შეგახსენებთ, ირან-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი 2013 წელს საქართველომ ცალმხრივად  შეაჩერა. მაშინ ეს ფაქტი ცალკეულ პოლიტიკოს-ექსპერტთა მხრიდან უარყოფითად შეფასდა. საქართველო-ირანს შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები არსებობდა და 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება ამიტომ გააკრიტიკეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძემ განცხადება გააკეთა.

„ირანიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, სავიზო რეგულაციების შემოღებამდე მზარდი იყო. ყველაზე მეტი ტურისტი 2012 წელს შემოვიდა, თითქმის 90 ათასი. 2014 წლიდან მათი რაოდენობა ჯერ განახევრდა, შარშან კი მხოლოდ 25 264-მა ირანელმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ირანთან უვიზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, აუცილებლად გაზრდის ამ ქვეყნიდან საქართველოში შემოსული ტურისტების და ინვესტიციების რაოდენობას, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
p.s. სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან“ – წერს კეპულაძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....